“მორალი და ღირებულებები – ეს არის უმთავრესი საკითხი ევროპისთვის, რაზეც დგას მისი მომავალი; თუ ამ კრიზისს არ გადალახავს ევროპა, მაშინ მისი მომავალი იქნება ძალიან ბუნდოვანი” – გიორგი გაბუნია
“მორალი და ღირებულებები – ეს არის უმთავრესი საკითხი ევროპისთვის, რაზეც დგას მისი მომავალი. თუ ამ კრიზისს არ გადალახავს ევროპა, მაშინ, რა თქმა უნდა, ევროპის მომავალი იქნება ძალიან ბუნდოვანი”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ისაუბრა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ღირებულებების თვისობრივი გადაფასება მოხდეს ევროკავშირში, რაზეც იყო საუბარი ზუსტად ამ განცხადებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება ამ ღირებულების რეალური გადაფასება და ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორისაც ურთიერთობების გაჯანსაღება მოხდეს”, – თქვა გაბუნიამ.