“ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელიც დღეს მართავს ევროკავშირს, საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე, გვაფიქრებინებს, რომ ეს ხაზი მათი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება” – გიორგი გაბუნია

“ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელიც დღეს მართავს ევროკავშირს, საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე, გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ხაზი მათი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება”, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს.

“ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელიც დღეს მართავს ევროკავშირს, საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე, გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ხაზი მათი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ვინაიდან მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები, მათ შორის, უკრაინის ომთან დაკავშირებით და ეს საგარეო პოლიტიკური ხაზი მათი მმართველობის პირობებში ნაკლებად შეიცვლება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, რომ გაზიარებულ იქნეს ეს ახალი მიდგომა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წამოყენებული ინიციატივა, რისი იმედიც გვაქვს და, რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით არის სრულ თანხვედრაში”, – აცხადებს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები