რა არის პილინგი და როდის უნდა მივმართოთ კოსმეტოლოგს – პროცედურის დადებითი თვისებები და სახეები

პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. თუ სიმშრალესთან ერთად გაწუხებთ აკნე, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, ან წვრილი ნაოჭები,  შეგიძლიათ ყველა ეს პრობლემა ერთი პროცედურით – პილინგით მოაგვაროთ.

პილინგი ანუ ექსფოლაცია კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს, რომელიც მიზნად კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას ისახავს. მკვდარი უჯრედების ქვეშ ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედებია განლაგებული, რეგენერაციის ბუნებრივი პროცესის შემდეგ კი,  დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ.

პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე, რასაც მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

პილინგის თავისებურებებზე, მის დადებით თვისებებსა თუ უკუჩვენებებზე, მედიაჰოლდინგი „კვირა“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდის“ დერმატო-ვენეროლოგს, ლეკო კორინთელს ესაუბრა.

რა არის პილინგი?

ქიმიური პილინგი ეს არის ეპიდერმისის ან დერმის შრეების კონტროლირებადი, ქიმიური დაზიანება, შედეგად, ანთებითი რეაქციის გარდა, რომელიც ეპიდერმისსა და დერმაში ვითარდება, აქტიურდება დამცველობითი და აღდგენითი პროცესები, ასევე, მასტიმულირებელი გავლენის შედეგად აღდგენის ბუნებრივი პროცესი იწყება, ხდება ეპიდერმისის და დერმის შრეების რეგენერაცია, რის შედეგადაც კანი ახალგაზრდავდება.

ქიმიური პილინგი არის კანის ქიმიური დამწვრობა. გართულებების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა კანის წინასწარ მომზადება, თანამდროვე შემადგენლობის მქონე პილინგების გამოყენება, პროტოკოლის დაცვა, დაზიანების სიღრმის კონტროლი და აღდგენითი პერიოდისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროტოკოლის დაცვას, პილინგი აუცილებლად პროტოკოლის დაცვით, კოსმეტოლოგიურ კაბინეტში უნდა ჩატარდეს.

რისთვის არის საჭირო პილინგი?

პილინგი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, კანი ხდება უფრო გლუვი და ნაზი, აქვს ერთგვაროვანი ფერი, პოსტაკნეს ლაქები, ნაწიბურები ქრება. ასევე, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს. პილინგი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენება, ასევე, წვრილი ნაოჭების პროფილაქტიკისთვის, ელასტიკურობისა და კანის სიმკვრივისთვის – კოლაგენის გაძლიერებული სინთეზის ხარჯზე, და რა თქმა უნდა, პილინგი გვეხმარება ხასიათისა და თვითშეფასების ამაღლებაში.

პილინგის სახეებზეც რომ ვისაუბროთ…

პილინგები არის ზედაპირული, შუალედური და ღრმა. ჩვენთან, კლინიკა „სკინკოდში“, კეთდება მხოლოდ ზედაპირული და შუალედური პილინგი. ზედაპირული პილინგებია გლიკოლისმჟავა, რძემჟავა, ნუშის მჟავა, ასევე, ზედაპირულში შედის სალიცინის მჟავა, რეტინოლის პილინგი. ზედაპირული პილინგის ჩატარების ჩვენებებია – აკნე, სებორეა, ჰიპერპიგმენტაცია, კერატოზი, კანის დაბერება, ჩაზრდილი თმა, იგივე ფოლიკულიტი. ხოლო შუალედური პილინგის ჩატარების ჩვენებებია – კანის ასაკობრივი ცვლილება, კერატოზი, ჰიპერტოზი, პიგმენტაცია და ნაწიბურები. პილინგის ზოგადი ჩვენებებია – კანის დაბერება, ჰიპერპიგმენტაცია, აკნე, პოსტაკნე და კანის რელიეფის ნაწილობრივი გასადავება. ზედაპირული პილინგის დროს დაზიანება რქოვანას შრის ფარგლებშია, ხოლო შუალედურის დროს უკვე მთელ ეპიდერმისშია და ბაზალურ მემბრანასაც მოიცავს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პილინგი კუნთების ლიფტინგის და კანის ნაფლეთს შემცირებაზე არ მოქმედებს და არ არის პლასტიკური ოპერაციის ალტერნატივა.

პილინგის უპირატესობებს რაც შეეხება…

ზედაპირული პილინგები – ჩატარების ნაკლებტრავმატულობა და კომფორტულობა, არ ახასიათებს სისტემური მოქმედება, არ იწვევს შეჩვევას, აღსანიშნავია რეაბილიტაციის მინიმალური ვადა, გართულებების დაბალი პროცენტი, მაღალი ეფექტურობა და მრავლობითი ესთეტიკური პრობლემების კორექცია.

თუ აქვს უკუჩვენება პილინგს?

უკუჩვენებებშია ინგრედიენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ლაქტაცია, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა და აქტიური ინფექციური პროცესი კანზე. ასევე, ფსიქიკური დაავადება, ახალი რუჯი, ონკოლოგია, ონკოლოგიური პრეპარატების გამოყენება იმ მომენტში და ა.შ.

წელიწადის რომელ დროს არის სასურველი პილინგის გაკეთება?

პილინგის პროცედურის დაგეგმვა უმჯობესია შემოდგომით. მცხუნვარე მზის პერიოდში პილინგის გაკეთება არ არის სასურველი. პილინგის სეზონებია შემოდგომა, ზამთარი და ადრეული გაზაფხული, როდესაც მზე აქტიური არ არის.

რა ინტერვალებით უნდა გავიკეთოთ პილინგი?

ზედაპირულ პილინგებს შორის ინტერვალი 10 დღიდან სამ კვირამდე განისაზღვრება, უმჯობესია თუ კურსის სახით, სეზონზე პილინგის 6-8 პროცედურა ჩატარდება, ანუ როდესაც კანის რეგენერაცია მთავრდება და კანი მზად არის, შემდეგ კეთდება მეორე პილინგი. რაც შეეხება, შუალედურ პილინგს, შუალედური პილინგი საშუალოდ 2 თვეში ერთხელ კეთდება და სეზონზე ორი ან სამი პროცედურა ესწრება.

ასევე, შესაძლებელია პილინგის მეზოთერაპიასთან და ინექციასთან შეთავსება, შესაძლებელია როგორც ცალ-ცალკე მონაცვლეობით, ასევე ერთ პროცედურაში მოქცევა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პიგმენტური ლაქების მკურნალობა ხდება – ერთდროულად შესაძლებელია პილინგის და ინექციის გაკეთება.

ასაკობრივი შეზღუდვა თუ აქვს პილინგს?

პილინგს აქვს იუვენილური ჯგუფი, როდესაც აკნესა და პოსტაკნეს მკურნალობა ხდება 18 წლიდან, ასევე აქვს საშუალო ჯგუფი „ანტიეიჯისთვის“ – 27-35 წელი და მესამე – უფროსი ჯგუფი, რომელიც 36 წლის ზევით გულისხმობს.

რას სთავაზობს პილინგის კუთხით კლინიკა „სკინ კოდი“ მომხმარებელს?

ჩვენთან წარმოდგენილია პილინგების „მარტინექსის“ ხაზი, ასევე „სკინ ტეკის“ ხაზი. „სკინ ტეკის“ ხაზიდან არის სწორედ შუალედური სამქლორ ძმარმჟავას პილინგი, რომელიც ძალიან ეფექტურია პოსტაკნეს, ნაწიბურების  და ლაქების სამკურნალოდ, ასევე, „ანტიეიჯის“ კუთხით.  ასევე, გვაქვს „სკინ ტეკის“ „ონლი თაჩ პილინგი“, რომელიც  მხოლოდ პიგმენტურ ლაქებზე გამოიყენება. თუ პაციენტს დიდი ზომის პიგმენტური ლაქები აღენიშნება,  ჯერ „ონლი თაჩ პილინგის“ დატანა ხდება, შემდეგ კი უკვე მერე მეორე პილინგის გადასმა.

ასევე, მინდა აღვნიშნო „რეტინოლის“ პილინგი, რომელიც ზედაპირულ პილინგებს ეკუთვნის, თუმცა მოქმედებითა და შედეგით შუალედურ პილინგს ჰგავს. ის ძალიან ეფექტურია კანის დაბერებისა და პიგმენტური ლაქების საპროფილაქტიკოდ. მისი ეფექტურობა კი, კიდევ უფრო იზრდება ინექციასთან კომბინაციაში. „რეტინოლის“ პილინგი საშუალოდ 2 თვეში ერთხელ – სეზონზე 2-3 პროცედურა კეთდება.

კლინიკა  “სკინ კოდში” კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80

 

მოამზადა ნინო გოლოშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები