გია აბაშიძე: “არაბიზაციის” სიყალბით ვერ გამოკვებავ ფსევდოპატრიოტული ფლანგიდანაც, დანარჩენი კი იაფფასიანი პოპულიზმია, რომელიც ვიწრო სეგმენტს მიღმა ვერ ხარობს

“არაბული გავლენების გაზრდა რომ ყოფილიყო, რწმენისა და პატრიოტიზმის შეუცვლელი და პატივსაცემი მცველი დედა ეკლესია ამოიღებდა ხმას, დანარჩენი რიტორიკა ფსევდოა და, ბუნებრივად, მცირერიცხოვანი. “ალტ ინფოს” დღევანდელი ცრუ გზავნილების პროპაგანდისტის ქომაგობის მცირერიცხოვნობაც ამის თვალსაჩინოებაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, “არაბიზაციის” სიყალბით ვერ გამოკვებავ ფსევდოპატრიოტული ფლანგიდანაც, იაფფასიანი პოპულიზმი კი ვიწრო სეგმენტს მიღმა ვერ ხარობს.

“არაბული გავლენების გაზრდა რომ ყოფილიყო, რწმენისა და პატრიოტიზმის შეუცვლელი და პატივსაცემი მცველი დედა ეკლესია ამოიღებდა ხმას, დანარჩენი რიტორიკა ფსევდოა და, ბუნებრივად, მცირერიცხოვანი. “ალტ ინფოს” დღევანდელი ცრუ გზავნილების პროპაგანდისტის ქომაგობის მცირერიცხოვნობაც ამის თვალსაჩინოებაა. ერთი თვე უშედეგოდ ემზადებოდნენ კვაზი პარტიიდან.

“არაბიზაციის” სიყალბით ვერ გამოკვებავ ფსევდოპატრიოტული ფლანგიდანაც; დანარჩენი კი იაფფასიანი პოპულიზმია, რომელიც ვიწრო სეგმენტს მიღმა ვერ ხარობს. აგრესიულ ფსევდოებს ისღა დარჩენიათ, რომ რეალობაზე მოლაპარაკე აქტიურ სპიკერებს შეუტიონ. თუმცა, აქაც კანონიერი ლიმიტია – ვინც ფიზიკურ აგრესიაზე და ბოროტ ცილისწამებაზე გადავა, მიიღებს ადეკვატურ პასუხს. მნიშვნელობა არ აქვს შარვალჩახდილი “გირჩი” იქნება თუ მჩხავანა, ფინანსური სპონსორობის (ვალებიდან ამოსვლის) მაძიებელი ე.წ. პატრიოტული შეკრების ხელმძღვანელობა”, – წერს აბაშიძე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები