რა არის ფილერი და რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება – ინტერვიუ „სკინ კოდის“ ექიმ-კოსმეტოლოგთან

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღევანდელ რეალობაში ქალბატონების უმრავლესობა სახის მოცულობითი კორექციისთვის და ჰარმონიული პროპორციების აღდგენისთვის უამრავ ხერხს მიმართავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფილერი. ფილერების მეშვეობით შესაძლებელია სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე, დეფექტების აღმოფხვრა, ცხვირის ან ნიკაპის ფორმის კორექცია, წარბის, თვალის კუთხის, ტუჩის კუთხის აწევა, ყვრიმალის წამოწევა და სხვა.

რა შემთხვევაში გვჭირდება ფილერი, რა დანიშნულება აქვს, რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატების შესახებ და ზოგადად ფილერის უპირატესობებზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა “სკინ კოდის“ ექიმი–კოსმეტოლოგი ელისო შენგელია ესაუბრა.

რა არის ფილერი?

ფილერი არის შემავსებელი. ის გამოიყენება თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების შესავსებად. აღსანიშნავია, რომ დიდი უპირატესობით სარგებლობს ასაკობრივი ცვლილებების დასაკორექტირებლად.

როდის გამოჩნდა ფილერი კოსმეტიკურ ბაზარზე და ზოგადად საქართველოში?

ფილერმა უკვე შექმნა თავისი ისტორია და ევოლუციური ცვლილებებიც განიცადა.  ყურადღება მინდა მხოლოდ შევაჩეროთ იმაზე, რაც შედეგისთვის მნიშვნელოვანია: კონკრეტულად უნდა გამოვიყენოთ ბიოდეგრადირებადი ფილერები ანუ მხოლოდ ის რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს, როგორც საკუთარს და არ ჩართავს იმუნურ რეაქციებს. ასეთ ფილერს შეუძლია აღადგინოს ქსოვილის მოცულობა მაღალი ესთეტიკით, შეინარჩუნოს ფორმა და ქსოვილებთან ინტეგრირდეს 100% შეთავსებით.

ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს ჰიალურონზე  და კალციუმის  აპატიტზე დამზადებული შემავსებლები. ორივე ფორმა ადამიანის ორგანიზმისთვის მშობლიურია, ამიტომაც არის ბიოლოგიურად თავსებადი.

რა ასაკიდან უნდა მივმართოთ ფილერს?

ფილერის გამოყენებას ასაკი არ განსაზღვრავს. თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგად მიღებული დეფექტის დროს ნებისმიერ ასაკში. ძალიან მოთხოვნადია ტუჩების აუგმენტაციები, რომელსაც ძირითადად პატარა ასაკის გოგოები ითხოვენ. რაც შეეხება ასაკობრივი რეკონსტრუქციების დროს – ეს რა თქმა უნდა შედარებით მოზრდილ პაციენტებშია მოთხოვნადი.

რა განსხვავებაა ფილერებს შორის, უშუალოდ ინექციებზე რომ ვისაუბროთ…

განსხვავება პირველ რიგში მწარმოებელია. არის კომპანიები რომელიც 100%-ით წმენდს მიკროორგანიზმებისგან პროდუცირებულ ჰიალურონანს, ზოგი მწარმოებელი ამ პროცესს მესამე ეტაპზე აჩერებს.  ამიტომ ამ შემთხვევაში ფასი ხარისხის პირდაპირპროპორციულია. შემდეგი განსხვავება არის რელოგიური თვისებები – სიმკვრივე და ელასტიურობა.

ფილერის დადებითი მახასიათებლები…

ფილერის დადებითი მახასიათებელია მისი შემავსებელი ფუნქცია, ამ თვისებით ვქმნით სახის დაკარგული მოცულობების აღდგენას. ხარისხიანი ფილერის ბიო შეთავსება ორგანიზმთან, მისი დეგრადაცია და ბუნებრივი გამოსვლა. თუმცა, იდეალური ფილერი არ არსებობს, აქ მთავარი კომპონენტი არის ექიმი რომელიც ირჩევს ფილერს.

უკუჩვენებები თუ ახასიათებს?

უკუჩვენება არის მწვავე დაავადებები, არის განსაკუთრებული შემთხვევები როცა ფილერის გამოყენება შეზღუდულია.

რა შეიძლება გამოიწვიოს ფილერის არასწორად გაკეთებამ და როგორია ექიმ-კოსმეტოლოგის როლი ფილერის გაკეთების პროცესში?

ექიმი არის მნიშვნელოვანი რგოლი. ის წყვეტს რომელი ფილერით აღადგინოს გარკვეული ანატომიური ზონა. მნიშვნელოვანია ანატომიის ცოდნა, რათა სწორად შეიყვანოს ფილერი საშიში ზონების გვერდის ავლით. ასევე მისი გამოცდილება და ესთეტიური ხედვა.  ყველზე მნიშვნელოვანი კი არის ასაკობრივი ცვლილებების ანალიზი და ამ ცვლილებებზე ორიენტირება.

 რამდენად ხანგრძლივია პროცედურა?

გაანალიზების შემდეგ,  ფილერის ინიცირება არ არის ხანგრძლივი პროცედურა.

რამდენ ხანში ვიმეორებთ პროცედურას და ე.წ. დამატებას რა შემთხვევაში საჭიროებს კონკრეტული ზონა?

პროცედურის გამეორება დროის მხრივ ინდივიდუალურია. თუმცა, სტანდარტულად 6-10 თვემდე, არის შემთხვევები 16 თვემდე. გააჩნია ფილერის კონსისტენციას, მოცულობასა და უბანს.

რამდენად უმტკივნეულოა პროცედურა?

შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად მტკივნეული. ზოგიერთ შემთხვევაში გაუტკივარებაც დასაშვებია. მე პირადად ხშირად მივმართავ ანესთეზიას, განსაკუთრებით ტუჩის მოდელირებისას.

რომელია ყველაზე მოთხოვნადი ზონა?

ახალგაზრდებში ტუჩი და ქვედა ყბის კუთხე. შედარებით  მოზრდილებში – ვერ დავაკონკრეტებ, მგონია რომ ყველა თანაბრად.

რას სთავაზობს კლინიკა სკინ კოდის მომხმარებელს?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „სკინ კოდში“ ჭეშმარიტად არის ხარისხი, როგორც პრეპარატების თვალსაზრისით, ასევე პროფესიონალიზმის კუთხით.

როგორ უნდა მივხვდეთ რომ კოსმეტოლოგი ხარისხიან ინექციას იყენებს

პირველ რიგში, შეფუთვა უნდა გაიხსნას აუცილებლად პაციენტის თანდასწრებით. პაციენტის ისტორიაში სტიკერი უნდა ჩაიკრას, რომელიც თავად პაციენტთან რჩება. დღევანდელ რეალობაში პაციენტები თვითონ არკვევენ ხარისხს, თუმცა, გადაწყვეტილება რასაკვირველია უნდა მიიღოს ექიმმა და შესაბამისად ურჩიოს პაციენტს.

 

კლინიკა “სკინ კოდში“ კონსულტაციაზე ან პროცედურაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 322 37 80 80 ან 595 34 80 80

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები