“ფორმის არსებობა, პირველ რიგში, არის ასოცირება სკოლასთან, მეორე – თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და, ამავდროულად, ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია” – მიქანაძე
“ფორმის არსებობა, პირველ რიგში, არის ასოცირება სკოლასთან, მეორე – თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და, ამავდროულად, ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმაზე საუბრისას განუცხადა.
მინისტრმა რეფორმაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმები.
„ფორმის არსებობა, პირველ რიგში, არის ასოცირება სკოლასთან. მეორე – არის ის, რომ თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია. ამასთან, ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.
ერთ სკოლაში ერთი სახელმძღვანელოთი ისწავლება, მეორე სკოლაში – მეორით. ამასთანავე, სახელმძღვანელოების ნაწილში ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი ბოლომდე ვერ პასუხობენ იმ მზაობას, რაც მათ აკავშირებს ეროვნული გამოცდების მასალასთან, არ არის სიღრმისეული, რიგ შემთხვევებში არის ფრაგმენტული. ასეთი აღრევა იმ შედეგს ვერ გვაძლევს, რომელიც ხარისხიანი განათლების მიცემაზეა ორიენტირებული. ჩვენ შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში ახალ სახელმძღვანელოებს შევიმუშავებთ, პილოტირების რეჟიმში გადავიტანთ, დავხვეწთ, გავაუმჯობესებთ და საბოლოო ჯამში შევიტანთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.