რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
“მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში, ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ. ადგილზე დაუყონებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც მისვლისთანავე, ნაპირზე აღმოაჩინეს მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი. ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებითაც. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”,- ნათქვამია ინფორმაციაში.