შალვა ოგბაიძე: ორკარიან ავტომობილში, უკან მჯდომი ადამიანი, ავარიის ან ხანძრის დროს, სასიკვდილოდ არის განწირული

„ორკარიან ავტომობილში, უკან მჯდომი ადამიანი, ავარიის ან ხანძრის დროს, სასიკვდილოდ არის განწირული“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთან, შალვა ოგბაიძე გამოცემასთან ინტერვიუში, ტაქსისტების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ „დროა ტაქსისტობა, საპასუხისმგებლო პროფესიად დაფასდეს“.
„ორკარიან ავტომობილში, უკან მჯდომი ადამიანი, ავარიის ან ხანძრის დროს, სასიკვდილოდ არის განწირული. გარდა ამისა, ორკარიანი მანქანით მგზავრობა ძალიან არაკომფორტულია, მითუმეტეს, თუ მასში ჯდომა ასაკოვან ქალბატონს ან ჭარბწონიან მამაკაცს უწევს. დამერწმუნეთ, ავარიაში გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის არცერთი წევრი არ მიიღებს პასუხს, რომ მძღოლი მარჯვნივ იჯდა და გასწრებამდე სწორად ვერ შეაფასა მოძრაობის სიტუაცია. სამწუხაროდ, ამის მწარე გამოცდილება დაუგროვდა ჩვენს ქვეყანას, სწორედ აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაწესდეს რეგულაციები. ეს აკრძალვას არ ნიშნავს. უბრალოდ, ითვალისწინებს ამ უკონტროლო სისტემის გამართვასა და ფეხზე დაყენებას, რათა ტაქსისტობა აღარ იყოს დაუფასებელი და სასაცილოდ აღსაქმელი პროფესია.
რეგულუციების დადგენით, ხალხი შეიძენს ისეთ ავტომობილებს, რომელთაც შესაბამისად გამოიყენებს სატაქსაოდ. დროა ტაქსისტობა, როგორც საპასუხისმგებლო პროფესია, დაფასდეს! ძალაში შესული რეგულაციები კი იქნება გარანტი იმისა, რომ ქართველი ტაქსისტები მომხმარებლებს შესთავაზებენ უსაფრთხო, კომფორტულ და მშვიდობიან სამგზავრო პაკეტს“ – აცხადებს შალვა ოგბაიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები