“თინა ბოკუჩავას სააკაშვილმა ძეწკვისა და კულონის გარდა, ძვირადღირებული მობილური ტელეფონიც აჩუქა”
„ნაცდეპუტატ თინა ბოკუჩავას სააკაშვილსგან საჩუქარად ძეწკვისა და კულონის გარდა ძვირადღირებული მობილური ტელეფონიც აქვს მიღებული!“ – ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელი ნომერში წერს. სტატიის ავტორი მკითხველს, წინა კვირას პარლამენტში თინა ბოკუჩავასა და ეკა ბესელიას შორის მომხდარი სიტყვიერ დაპირისპირების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თინა ბოკუჩავას ძეწკვი, კულონი და ძვირადღირებული ტელეფონი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან შეუძინა.
კერძოდ, ექსპრეზიდენტის ბრძანებით „აიფონის“ ფირმის ტელეფონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თინა ბოკუჩავასთავის 2012 წლის 13 იანვარს, 1599 ლარად შეიძინა.
კიდევ ერთი საჩუქარი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით თინა ბოკუჩავას გადაეცა 2011 წლის 6 მარტის ბრძანებით არის დათარიღებული, მაშინ აღნიშნული ოქროს სამკაული შპს „ზარაფხანაში“ სპეციალურად თინა ბოკუჩავასთვის დამზადდა.
გარდა ამისა, ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ 2011 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილ დეპუტატს მარიამ საჯაიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3500 ლარად ღირებული ტიხრული მინანქრით შესრულებული ოქროს სამაჯური შეუძინა.
ამავე სტატიაში სტატიის ავტორი, კიდევ ერთ საჩუქარზე წერს, თუმცა ყვავილების თაიგული ამჯერად, პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს ეკუთვნის, რომელიც მიხელ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 ლარად მისთვის შეიძინა.