„დაჭრილი გოგოჭური მანქანიდან თავისი ფეხით გადმოვიდა“, – რა გარემოებაში დაჭრეს პრეზიდენტის სიძე

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის დეტალები ისევ ბურუსით არის მოცული. ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ, არც ის არის ცნობილი, რატომ ესროლეს ოთხი ტყვია მინდია გოგოჭურს – ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში წერს.
„მინდია გოგოჭური 6 ივლისს, ღამის 2 საათზე, რესპუბლი­კურ საავადმყოფოში დაჭრილი მიიყვანეს.­ სათვალთვალო კამერებმა საავადმყოფოს ეზოში გოგოჭურის მანქანა დააფიქსირეს. სავარაუდოდ, საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა. გოგოჭური მანქანიდან თავისი ფეხით გადმოვიდა და შენობაში შევიდა, მეგობარი კი იქაურობას გაეცალა. პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა ორივე ბარძაყისა და წვივის არეში. მას ოპერაცია გაუკეთეს… მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ თავს მთაწმინდაზე, კორპუსთან დაესხნენ, თუმცა მცხოვრებლებს გასროლა არ გაუგონიათ. ერთი ვერსიით, გოგოჭურს თავისივე მანქანაში დაესხა თავს ნიღბიანი პირი, მეორე ვერსიით, ის საბურთალოზე, ჩიქოვანის და იოსელიანის ქუჩების კუთხეში დაჭრეს. მცხოვრებლები ამბობენ, რომ გვიან ღამით ერთი გასროლა გაიგონეს, თუმცა არაფერი დაუნახავთ, გამოძიებას ჩვენება მისცა დაჭრილის დედამ, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მცირე კომენტარით შემოიფარგლა მაკა ჩიჩუას დედა: „მითხრეს, დაჭრილიაო და იმ წუთში წამოვედი. სხვა არაფერი ვიცი“, – წერს „კვირის პალიტრა“ .
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის სიძე არაერთხელ გაეხვია სკანდალში. მისმა გვარმა გაიჟღერა არაერთ სისხლის სამართლის საქმეში.
„ის შარშანაც გაიმეტეს სასიკვდილოდ. მაშინ სისხლიანი გარჩევა ვაკეში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა – გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი დაჭრეს. ითქვა, რომ მომხდარი შურისძიება იყო, თუმცა ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის. გოგოჭურის გვარმა გაიჟღერა ბაჩო სირაძის დაჭრის საქმეშიც. ეს შემთხვევა 2013 წელს, სოლოლაკში მოხდა. ბაჩო სირაძე პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო. მაშინ ითქვა, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბა, ვითარების გარკვევა კი მინდია გოგოჭურმა სცადა და საქმის გარჩევისას სირაძე ფეხში დაჭრა“, -წერს „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები