სურინამის რესპუბლიკა ქართული რეფორმებით დაინტერესდა

საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით სურინამის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი სურინამის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა საჯარო მომსახურების, აგრეთვე, საგადასახადო და საბაჟო სექტორში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან: სურინამის რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, იუსტიციის სახლისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, შეხვედრებს სურინამის ეროვნულ ასამბლეასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართავს. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სურინამში 2013 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც ქვეყანაში სურინამის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ვიზიტი განხორციელდა. ჯენიფერ გირლინგ-სიმონსონი ქართული რეფორმებით დაინტერესდა, რომლებიც საჯარო მომსახურების სფეროში, აგრეთვე, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით გატარდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და დელეგაციის სხვა წევრები სურინამის რესპუბლიკაში სწორედ ამ რეფორმების შესახებ გამართავენ პრეზენტაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები