უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 18 სექტემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გამოთქვა აზრი, რომ ყირიმი გაეროს საზედამხედველოდ გადაეცეს. მისი აზრით, ნახევარკუნძულს რუსეთისთვის სიმბოლური, ხოლო უკრაინისთვის სტრატეგიული დატვირთვა აქვს.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი. ყირიმი უკრაინაა. წერტილი. ყირიმი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრია. მისი სრული აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის სრული დეოკუპაციის შემდეგ, უკრაინის ნახევარკუნძულის ჩათვლით“, – აღნიშნეს უკრაინის საგარეო უწყებაში.

„ჩვენ ველით შემდგომ ძლიერ მხარდაჭერას პარტნიორებისგან, რათა აიძულონ რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემას, გაიყვანოს ჯარები და შეიარაღება უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან და აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ყველა ჩადენილი დანაშაულისთვის.

ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ მიზნების უფრო სწრაფად მიღწევისკენ და არა უკრაინისა და საერთაშორისო სამართლის ინტერესების ხარჯზე კრემლის მადის დაკმაყოფილებაზე“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები