საქართველოს დღეს თურქეთის პრეზიდენტი ეწვევა

“თბილისის სამიტი 2014” ოფიციალურად 6 მაისს გაიხსნება. სამიტში მონაწილეობის მისაღებად, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული საქართველოში დღეს ჩამოვა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი – ხვალ დილით. თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ. სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები.
“თბილისის სამიტი 2014” საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები