რა საკითხებზე ისაუბრებს პრეზიდენტი პარლამენტში?

   საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას, აქტუალურ თემებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს. მისივე თქმით, პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. “პრეზიდენტი წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად მოიცავს იმ ახალ საკონსტიტუციო მოდელს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განისაზღვრა. წარმოდგენილი იქნება ხედვა ეკონომიკური, სოციალური განვითარების და ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით“ , – განაცხადა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ასევე დაისმება კონკრეტული აქცენტები საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარების კუთხით. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში 21 თებერვალს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები