პრემიერი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაიზარდოს.
როგორც „კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღარიბაშილის გადაწყვეტილებით ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით სწორედ 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, გამართა შეხევდრა და დაითანხმა კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები