გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 40-წუთიანი გამოსვლა ექნება

  საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში დაახლოებით 40-წუთიანი გამოსვლა ექნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ განუცხადა. პატარაიას თქმით, საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი პასუხს ქვეყნის წინაშე 2013 წლის განმავლობაში მდგარ გამოწვევებზე და, მეორე მხრივ, მომავალში როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ ამ საკვანძო გამოწვევებს.
“ეს ყველაფერი იქნება უფრო მეტად ღირებულებით, ფასეულობით ასპექტებში მოცემული. გამოწვევების თემა ძალიან ფართოა, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებით, გაგრძელებული ჩვენი სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკური თემატიკით და დამთავრებული ეკონომიკური საკითხებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, გაანალიზებული იქნება და პრეზიდენტი ამ თემაზე ხედვას წარმოაჩენს”, – განაცხადა პატარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები