“გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები” – მიხეილ ყაველაშვილი

“გუშინ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდა საქართველოში არჩევნები, სამწუხაროდ, პარალელურად, მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობა გადაუხადა.

“ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. მინდა, მათ პასუხისმგებლობას გავუსვა ხაზი, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია გააკეთეს და მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და გამარჯვებას მივულოცავ გამარჯვებულ პარტიას. სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობდა აქცია ხელისუფლების დამხობისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ვანდალური ფაქტები, მოწოდებები ჯერ კიდევ წინა დღეებში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები