ნინო ფოჩხუა: არ გამოვა, მეგობრებო, გამიჯვნა, თქვენ, „ახლები“, „ნაცები“, „ლელო“ და გახარია ერთნი ხართ, ერთად ებრძვით საკუთარ ქვეყანას და ოცნებობთ, ცეცხლის ალში გაეხვიოს საქართველო 

“ახლა ხომ მიხვდა ყველა, დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერები საკუთარი სურვილით რატომ ჩასხდნენ ციხეში. მათ ზუსტად იცოდნენ, რა მზადებაც მიდიოდა 4 ოქტომბრისთვის და მშვიდობიანად განერიდნენ. გარეთ დარჩენილებმა კი გუშინვე დაიწყეს გამიჯვნა არშემდგარი რევოლუციისა და მისი ორგანიზატორებისგან”‘ – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “არ გამოუვათ გარეთ დარჩენილებს გამიჯვნა და ყველა აგებს პასუხს”.

„ახლა ხომ მიხვდა ყველა, დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერები საკუთარი სურვილით რატომ ჩასხდნენ ციხეში. მათ ზუსტად იცოდნენ, რა მზადებაც მიდიოდა 4 ოქტომბრისთვის და მშვიდობიანად განერიდნენ. გარეთ დარჩენილებმა კი გუშინვე დაიწყეს გამიჯვნა არშემდგარი რევოლუციისა და მისი ორგანიზატორებისგან. წითელი ლენტი პირველი იმ უმსგავსო ქალმა, სალომე ზურაბიშვილმა გაჭრა და ესტაფეტა ლელოს და გახარიას გადაულოცა. არ გამოვა მეგობრებო გამიჯვნა, თქვენ, ახლები, ნაცები, ლელო და გახარია ერთნი ხართ, ერთად ებრძვით საკუთარ ქვეყანას და ოცნებობთ ცეცხლის ალში გაეხვიოს საქართველო.

ასე რომ, ვერ გამოძვრებით, ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველა აგებთ პასუხს კანონის წინაშე”, – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები