თამთა მეგრელიშვილი: კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ – ეს ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს, როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი

“მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია. კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, “დესტრუქციული ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს, როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი”.

„მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია ამომრჩეველთან პოლიტიკური საარჩევნო გზავნილების ნაცვლად ანტიკონსტიტუციური შინაარსის დაპირებებს გასცემდა- “3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა!” “4 ოქტომბერს ხელისუფლება დაემხობა!”

დღეს 5 ოქტომბერია, “ქართული ოცნება” გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და პოლიტიკურ ველზე უალტერნატივო მოთამაშეა. სახელმწიფო ინსტიტუციები მყარია, კანონი კანონობს, სიმშვიდეა. დესტრუქციული ოპოზიციისათვის გუშინდელი ღამე ჰარაკირი აღმოჩნდა.

ძალა, რომელიც გადავიდა თვითგანადგურებაზე, პოლიტიკურად ანულირებულია და მისი აჩრდილიც ოპოზიციური ტელევიზიების მიერ მიწოდებულ ხელოვნურ სუნთქვაზეა დამოკიდებული.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიციის რიგებიდან, დიდია მცდელობა, კონკრეტული ადამიანები უკვე დაშვებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს გაემიჯნონ, მაგრამ გვიანია.კანონი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და პასუხი ყველას საკუთარი ქმედების შესაბამისად მოეთხოვება. კანონთან დამალობანას თამაში “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს”და სხვა დესტრუქციულ აქტორებს არ გამოუვათ.

ეს ძალები არშემდგარ დამხობამდე შეთანხმებულად, დამხობის ინიციატივით მოვიდნენ და ეს მიზანი მხოლოდ მას შემდეგ უარყვეს როცა მათ დესტრუქციულ ქმედებებს წინ დახვდა სახელმწიფო და კანონი”, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები