“სამწუხაროდ, ამდენი გაფრთხილების, პრევენციული განცხადების მიუხედავად, მაინც ვხედავთ ძალადობას თბილისის ქუჩებში” – ლევან მახაშვილი
“სამწუხაროდ, ამდენი გაფრთხილების, პრევენციული განცხადების მიუხედავად, მაინც ვხედავთ ძალადობას თბილისის ქუჩებში”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მათთვის საქართველო, თბილისი არ წარმოადგენს ღირებულებას. ეს არ არის მათი სამშობლო, მათი ოჯახი – როდესაც ასეა, მათთვის მარტივია ის ძალადობა, ის რადიკალიზმი, დაპირისპირება, რასაც მათგან ვხედავთ. არც არის გასაკვირი. რეალურად ეს არის მათი პოლიტიკური გენეტიკა, ეს არის მათი შინაგანი უკულტურობა. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ამის მოლოდინი, ცალკეულ შემთხვევებში იქნებოდა ასეთი ინციდენტები. თითოეულ ასეთ ძალადობრივ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, – განაცხადა მახაშვილმა.