“მთავარი მიზანია, რომ ამ შეტაკებაში, ჯახში – რაც ცენტრალურ ევროპაში მიმდინარეობს, როგორმე ახალი ელემენტი შეიტანონ, რაც მეორე ფრონტია” – ვოლსკი

“მთავარი მიზანია, რომ ამ შეტაკებაში, ჯახში – რაც ცენტრალურ ევროპაში მიმდინარეობს, როგორმე ახალი ელემენტი შეიტანონ, რაც მეორე ფრონტია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით 65-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა იმას, რაც დღეს ხდება რუსთაველის პროსპექტზე იმ იმედით, რომ ეს ბედოვლათი, მოღალატე, უსამშობლო ადამიანები მოაწყობდნენ აქ სისხლისღვრას. ეს პირდაპირ არის მათი პასუხისმგებლობა.

საქმე ისაა, რომ ცივსისხლიანი პრაგმატული პოლიტიკაა, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს, პაატა ბურჭულაძის სისხლი დაიღვრება, რომელიმე ახალგაზრდის, ჩემი თუ ვისიც გინდა, ოღონდ მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ამ შეტაკებაში, ჯახში რაც ცენტრალურ ევროპაში მიმდინარეობს, როგორმე ახალი ელემენტი შეიტანონ, რაც მეორე ფრონტია. დასაცინად რომ აიგდეს. არავინ მალავს უკვე, რომ უნდათ, ეს აგრესია ააცილონ ევროპას როგორმე და გადმოიტანონ სხვა მიმართულებით. ეს მზაკვრული გეგმაა, რომელშიც არავის ეთანხმება არც იქითა და არც აქეთა მხარე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები