“ჩვენი ამოცანაა, რომ კანონიერება იყოს ამ ქვეყანაში და კონსტიტუცია კონსტიტუციობდეს” – თენგიზ შარმანაშვილი

“ჩვენი ამოცანაა, რომ კანონიერება იყოს ამ ქვეყანაში და კონსტიტუცია კონსტიტუციობდეს”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, დამყარდება წესრიგი, პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, “ვინც ჩართული იყო ამ უმსგავსობის ორგანიზებაში, ყველა ის აგენტი, ვინც საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის იღვწოდა და ძალადობაზე წავიდა, ყველა ის ადამიანი, ვინც მზად არის – სისხლი დაღვაროს, ოღონდ თავისი ბნელი იდეები სისრულეში მოიყვანოს მათი პატრონების შეკვეთით”.​​

„აი, ამასთან გვაქვს საქმე და ზუსტად ამაზე ლაპარაკობდა ჩვენი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომ დღეს უკვე იცვლება ქვეყნების ოკუპაციის ფორმები. ყველგან და ყოველთვის ჯარების გადასხმა არ ხდება. ძირითადად ამას აკეთებენ იმ პროვოკატორებისა და აგენტურის მეშვეობით, რომლებიც წლების განმავლობაში ინერგება ამა თუ იმ ქვეყანაში და საჭირო დროს ამოქმედდება და ჩასდის ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რის გაკეთებასაც აპირებდნენ საქართველოში. უბრალოდ, დიდება უფალს, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა საქართველოში და ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა გადაცემაში “იმედი live”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები