“დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა, ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით” – კობახიძე

“დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა, ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა  ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, რაზეც კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს.

“დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით. ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები