დათო კოდუა: მადლობა ზუგდიდელებს, რომ მომცეს მანდატი – მე ამ ნდობას საქმით გავამართლებ

ზუგდიდს ახლადარჩეული მერი ჰყავს – „ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, დათო კოდუამ გამარჯვება მოიპოვა.

წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” მერობის არჩევნებთან ერთად ყველა სამაჟორიტარო ოლქში გაიმარჯვა.

დათო კოდუამ ზუგდიდელებს გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ნდობას საქმით გაამართლებს.

„მინდა, დავიწყო მადლობით, მადლობა ათასობით ზუგდიდელს, რომელმაც მომცა ხმა და ამ ხმით მომცეს მანდატი, რომ პირნათლად ვემსახურო ჩემს ქალაქს და მის თითოეულ მოქალაქეს. გპირდებით, თქვენს ამ ნდობას საქმით გავამართლებ. ჩვენ ვიქნებით გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი, საჭიროებებზე დროული რეაგირების მქონე გუნდი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ზუგდიდი და ზუგდიდელები იქნებიან. „ქართული ოცნება” მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას ზეიმობს და ესაა პასუხი ყველასთვის, ჩვენ გვაქვს ამომრჩევლის მზარდი რეიტინგი და ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება” არის ამ ქვეყანაში ძალა, რომელსაც შესწევს მშვიდობიანი განვითარება”, – აღნიშნავს კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები