დავით მჟავანაძე – პაატა ბურჭულაძეზე: როდესაც დამხობას, თუნდაც მშვიდობიანს აანონსებ, უნდა იცოდე, რომ მინიმუმ წიწაკის სპრეიც მოგიწევს სახეში და ამის გამო არ უნდა გაიქცე კლინიკაში
“როდესაც დამხობას, თუნდაც მშვიდობიანს აანონსებ, უნდა იცოდე, რომ მინიმუმ წიწაკის სპრეიც მოგიწევს სახეში და ამის გამო არ უნდა გაიქცე კლინიკაში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთელი ლიდერი, დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ისეთი გეგმა რომ გქონდა, 8 საათზე ხელისუფლება შეცვლილი რომ უნდა ყოფილიყოდა, არც მაგ გეგმის შესახებ გვსმენია დღეს აქციაზე მყოფებს არაფერი, ეგ ცალკე ამბავია.
სამწუხაროდ მარტო მე არ ვფიქრობ ამას”, – წერს დავით მჟავანაძე.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძე ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.