“აშშ-ში საქართველოს ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში არ დაუბარებიათ” – ირაკლი კობახიძე

“ეს არის ტყუილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არ დაუბარებიათ, ეს იყო ტყუილი. თქვენ მეკითხებით, დაიბარეს თუ არა, მე გეუბნებით, რომ არ დაუბარებიათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს.

როგორც პრემიერი განმარტავს, ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა საუბარი  თამარ ტალიაშვილთან, რომელსაც  არაერთი შეხვედრა ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში.

“თქვენ იცით, დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა, ის არ დაუბარებიათ არცერთხელ. შესაბამისად, გვაქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე. მრავალი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი შეხვედრა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი არ შეგვიძლია, არასწორია, რადგან დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად, მაგრამ თქვენ რაც გაინტერესებდათ, დაიბარეს თუ არა ელჩი, გამოიყენეს თუ არა ეს დიპლომატიური ზომა, ეს არ მომხდარა. გამომდინარე იქედან, რომ არ მაქვს უფლება, დახურულ კომუნიკაციაზე ვისაუბრო, ზოგადად გეტყვით ერთ რამეს, ჩვენ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ვსაუბრობთ ყველაფერთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ თემებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და ა.შ. ეს არის ყოველთვის ძალიან გულწრფელი საუბრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები