“საკუთარი ფიასკოთი გამოწვეული აგრესია გამოხატო ჟურნალისტებისადმი, რომლებიც მე-16 საათია, პირდაპირ ეთერში მუშაობენ, არის უკიდურესად მდაბიო და მიუღებელი საქციელი” – ბაკურ ბაკურაძე
“საკუთარი ფიასკოთი გამოწვეული აგრესია გამოხატო ჟურნალისტებისადმი, რომლებიც მე-16 საათია, პირდაპირ ეთერში მუშაობენ და უწყვეტ რეჟიმში გადასცემენ დედაქალაქში და მთელს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, არის უკიდურესად მდაბიო და მიუღებელი საქციელი”, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოთმინებისა და უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტის შენარჩუნებისათვის, მინდა, მადლობა გადავუხადო “რუსთავი 2″-ის ყველა ჟურნალისტს, ოპერატორს, ჩართვის ყველა ჯგუფს, რომლებიც მიუხედავად მსგავსი თავდასხმებისა, კვლავ რჩებიან მოვლენათა ეპიცენტრში”, – წერს ბაკურაძე.