ვოლსკი – აქციის მონაწილეებზე: იმდენი ხანი ემზადებოდნენ ამ უბედურების დასატრიალებლად თბილისში, არ გამოვრიცხავ, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია, მოაწყოს ისეთი რამ, რასაც ჰქვია “ტერორისტული აქტი”

“ეს ისეთი საზოგადოებაა, ისეთი ხალხია და იმდენი ხანი ემზადებოდნენ ამ უბედურების დასატრიალებლად თბილისში, არ გამოვრიცხავ, რომ მცირე ჯგუფს შეუძლია, მოაწყოს ისეთი რამ, რასაც ჰქვია “ტერორისტული აქტი”, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი, გიორგი ვოლსკი გადაცემა „იმედი LIVE“-ში აცხადებს.

აღნიშნულით ის საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალადობრივ ქმედებებს აფასებს.

„ჩემთვის ემოციურად ძალიან ძნელია ამათი ყურება, ამ ტერორისტულ სექტას რა ჰქონდა დაგეგმილი, ეს რომ გამოსვლოდათ, არავინ იცის, სალომე ზურაბიშვილი რა ინსტრუქციას მიიღებდა და როგორ წარმართავდა, ან თუნდაც გახარია, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ასეთი არეულობის შექმნის ორგანიზებაში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გადადგა. თუნდაც „ლელო“, რომელმაც პირდაპირ თქვა, საკმარისია წარმატებას მივაღწიოთ, რომ სრული საბოტაჟი დაიწყებაო. არ მწამს ამ ხალხის პოლიტიკოსობა. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ლევან ხაბეიშვილის ინტელექტის დონის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები