“4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს აქციის ექვსი მონაწილე და 21 სამართალდამცველი” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული, აქციის ექვსი მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს.

„ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან“, – აღნიშნულია  უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები