კახა კალაძე – სიიარტოს: პიტერ, ჩემო ძმაო, მადლობა, ერთობლივად მოვუტანთ ღირებულებას ევროპულ ოჯახს
თბილისის მერმა კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მილოცვას უპასუხა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, უნგრეთსა და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ.
„პიტერ, ჩემო ძმაო, მადლობა. უნგრეთსა და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ. საერთო ღირებულებებით, სუვერენიტეტისა და იდენტობისკენ სწრაფვებით გავაღრმავებთ პარტნიორობას უნგრეთსა და საქართველოს შორის და ერთობლივად მოვუტანთ ღირებულებას ევროპულ ოჯახს“, – წერს კალაძე Facebook-პოსტის კომენტარში, რომელიც პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.