“სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება” – ინგოროყვას კლინიკა

„აქციიდან ჩვენთან სულ შემოყვანილია ხუთი დაშავებული. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო”, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი, ანი დალაქიშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, დაშავებულ სამართალდამცველს ქალა ტვინის ტრავმა, სისხლჩაქცევა და მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა აღენიშნება.

„აქციიდან ჩვენთან სულ შემოყვანილია ხუთი დაშავებული. აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო. ორმა უკვე დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სამართალდამცველს, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. ასევე, სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თუმცა იპერაციულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამიტომ, მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ. საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიაც გაუკეთდა, სადაც დინამიკა კარგი გვაქვს“, – განაცხადა ანი დალაქიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები