“კურიერის” ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერი თავს დაესხა
“კურიერის” ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფს გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერი, ირაკლი წულაია თავს დაესხა და ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულმა პიროვნებამ, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს გადაღებაში ხელი შეუშალა. მისი გარიდება აქციის მონაწილეებმა სცადეს, თუმცა, ის მაინც აგრძელებდა აგრესიულ მიმართვებს. წულაიამ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”, – აღნიშნავენ “რუსთავი 2”-ში.