კალაძეს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა ჯერ არ გადაუწყვეტია

  ვიცე-პრემიერს გადაწყვეტილი არ აქვს, უხელმძღვანელებს თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს. კახი კალაძემ დაადასტურა, რომ კოალიციის პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, რომ მან „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელოს.
“კოალიციის პოლიტსაბჭოსგან ნამდვილად იყო შემოთავაზება, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე საარჩევნო შტაბისთვის მეხელმძღვანელა. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გავაკეთებ განცხადებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები