„არჩევნების ჩატარების პროგრესის კურსი უნდა შენარჩუნდეს“

  საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კოდექსზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაფიქსირებული არჩევნების ჩატარების პროგრესის კურსი უნდა შენარჩუნდეს. ნორლანდის განმარტებით, კოდექსზე პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რათა მოხდეს სამართლიანობის აღქმის მაქსიმალური ზრდა, რადგან, მისივე განცხადებით, კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები აქვს.
“ის ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოს საარჩევნო პროცესისთვის, მაგრამ კოდექსი გახლავთ ისეთი რამ, რაზეც თავად პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რათა მოხდეს სამართლიანობის აღქმის მაქსიმალური ზრდა და იმის ურუნველყოფა, რომ თითოეული ხმა იქნება დათვლილი და გათვალისწინებული არჩევნების შედეგებში. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებული, არჩევნების ჩატარების პროგრესის კურსი უნდა შენარჩუნდეს და უნდა უზრუნველყოფილი იქნას ის პრინციპი, რომელიც ახასიათებს თავისუფალ და სამართლიან არჩევებს”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები