გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

   საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფება. ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. გარდა ამისა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, რომელიც ამავე დროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია, მოლაპარაკებას პარტნიორი სამინისტროების ხელმძღვანელებთანაც გამართავს. შეხვედრებზე მომავალი თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავენ. გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოს დახმარებას უწევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერული ძალადობის აღკვეთისთვის ბრძოლა. ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი “თბილისი მარიოტში” შეხვედრას მართავს, რომელზეც გაეროს მოსახლეობის ფონდის სათაო და რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან ერთად 2014 წლის პრიორიტეტებს განიხილავს. მისი დასრულების შემდეგ გაეროს მდივნის მოადგილე სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები