“ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს, ვურტყამთ რეჟიმის სამიზნეებს – განსხვავებით ირანის კრიმინალური რეჟიმისგან, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, – იტყობინება The Times Of Israel-ი.
ნეთანიაჰუ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ნოფის საჰაერო ბაზაზე, თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცსა და ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან ერთად იმყოფებოდა.
„როდესაც ჩვენ ვაკონტროლებთ თეირანის ცას, ჩვენ ვურტყამთ ამ სამიზნეებს, რეჟიმის სამიზნეებს, ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ესხმის თავს და ბავშვებისა და ქალების მოსაკლავად მოდის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.