ტრამპის თქმით, ირანი ისრაელთან მიმდინარე ესკალაციაში არ იმარჯვებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ისრაელთან ამჟამინდელ ესკალაციაში „არ იმარჯვებს“.
„ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია. მე ვიტყოდი, რომ ირანი ამ ომს ვერ იგებს. მათ მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ და ეს ახლავე უნდა გააკეთონ“, – თქვა ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მაიკ კარნისთან შეხვედრაზე.