დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდება

   პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას 12 პარტია დაესწრება და ისინი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია მერის არჩევის 50%-იან ბარიერს, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს და ბიომეტრიული სიების ფორმირებას ითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ 500 ათასი ლარის კომპენსაციას ითვალისწინებს, არასერიოზულია და მათ მოთხოვნებთან საერთო არაფერი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები