პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა

პორტუგალიის მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა “დემოკრატიულმა ალიანსმა”, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიგო, თუმცა კვლავ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ალიანსმა, ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში ხმების 32.7 პროცენტით გაიმარჯვა.

„დემოკრატიული ალიანსის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 230-ადგილიან პარლამენტში 89 ადგილის მოპოვებას ნიშნავს, რაც მმართველი უმრავლესობისთვის საჭირო 116 ადგილის მოპოვებას ართულებს.

შეგახსენებთ, პორტუგალიაში ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები