რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა და ცენტრისტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.
ბოლო მონაცემებით, მან ხმების 54,34% მოიპოვა.
არჩევნების პირველი ტურის ფავორიტმა, მარცხი უკვე აღიარა. ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელმა, ჯორჯე სიმიონმა ამომრჩეველთა ხმების 45,66% მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს იყო დანიშნული.
არჩევნებში მონაწილეობა 11,6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.