შსს-ს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.
უწყების ინფორმაციით, ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი “MIA” და თავდაცვის სამინისტროს საფეხბურთო გუნდი “არმია” “ დაუპირისპირდნენ.
“დაძაბული მატჩის შედეგად, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 1:0 დაამარცხეს “არმია” და გამარჯვება მოიპოვეს.
გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.