გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა განახორციელა

სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ევროკავშირის წყლის ჩარჩო, დირექტივის (WFD) მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიდან, 15 წერტილში აღებული იქნა სინჯები.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე განისაზღვრა ქიმიურ-ფიზიკური პარამეტრები, ხოლო ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზები განხორციელდება სააგენტოს ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და კონტინენტური შელფის გარემოს მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას.

კვლევა სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები