ირაკლი გოგავა – რუსეთ-უკრაინის ომზე: თუ დამყარდა მშვიდობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის და ევროპის გზა გაიხსნება

„თუ დამყარდა მშვიდობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის და ევროპის გზა გაიხსნება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

“ცივი ომი გაგრძელდება, რკინის ფარდა იქნება, სავაჭრო ურთიერთობები იქნება მინიმალური და საქართველო შეიძლება იყოს ევროპისთვის საინტერესო, რომ რუსეთის ბაზარზე გავიდნენ, ასევე რუსეთისთვის, რომ მიიღონ რაღაცები, საურთიერთოდ პლატფორმები სჭირდებათ. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ გაცილებით მეტი ტვირთები წამოვიდეს ჩვენზე, გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდეს ამ ტერიტორიას, ვიდრე ბალტიისპირეთს. მშვიდობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის უკეთესია, უნდა შევინარჩუნოთ ყველა მხარეს ურთიერთობა.

სამწუხაროდ, ჯერ ყველაფერი შორს არის, რუსეთზე ზეწოლას ალბათ გააძლიერებენ. თუმცა, რუსეთი გააძლიერებს ფრონტზე მოქმედებებს. ჯერ-ჯერობით იმედი არ ჩანს, რადგან არც ერთ მხარეს არ მიუღწევია თავისი მინიმალური მიზნებისთვის. სამწუხაროდ, ამ ზაფხულს ესკალაციას უნდა ველოდოთ. კარგი ის არის, რომ ხელისუფლების ძალისხმევით ამ ყველაფერში ჩვენ არ გავრეულვართ, თუმცა, ამის გამო ვიღებთ სანქციებს. აქაც არსენალი აღარ დარჩათ ჩვენს წინააღმდეგ“, – აღნიშნა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები