ვახტანგ ჩოჩია: მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე, თვალი მიადევნონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს და გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია, ახალგაზრდებს მოუწოდებს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს თვალი ადევნონ.
„მე მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქართველი ხალხის წამებაში, ადამიანის უფლებების შელახვაში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, კიდევ ერთხელ თვალი მიადევნონ ამ კომისიის სხდომებს და შემდეგ დაფიქრდნენ და თვითონ გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ“, – აცხადებს ჩოჩია.