კირ სტარმერი: უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსული მხარის პოზიცია მიუღებელია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსული მხარის პოზიცია მიუღებელია.

„ჩვენ ახლახან შევხვდით პრეზიდენტ ზელენსკის და შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდით პრეზიდენტ ტრამპს, რათა განგვეხილა დღევანდელი მოლაპარაკებების მიმდინარეობა“, – განუცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის პოზიცია აშკარად მიუღებელია და ეს პირველად არ ხდება.

„ამრიგად, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჩვენ ახლა ვათანხმებთ საპასუხო ზომებს და ასე გავაგრძელებთ“, – აღნიშნა სტარმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები