“სააკაშვილის რეჟიმი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის მწამებლურ რეჟიმად აღიარებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ეს ყველაფერი ცხადად გამოჩნდა აქციების ძალადობრივად დაშლის, მათ შორის, ადამიანების მოკვდინების რეჟიმში. ჩვენ ვხედავდით, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ. საგამოძიებო კომისიას აქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენოს ეს რეჟიმი. ამავდროულად, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი არ ახსოვთ, შეუძლიათ იხილონ თუ რა უბედურებების დატრიალება შეძლოთ, ატრიალებდნენ და მომავალშიც შეუძლიათ დაატრიალონ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს”, – აცხადებს გორდულაძე.