დავით მათიკაშვილი – მარიამ ლაშხზე თავდასხმაზე: ეს ხალხი არის დაცლილი ყოველგვარი ზნეობისგან, სამწუხაროდ – არანაირ მორალზე ამ ადამიანებთან საუბარი არ ღირს

“ეს ხალხი არის დაცლილი ყოველგვარი ზნეობისგან, სამწუხაროდ არანაირ მორალზე ამ ადამიანებთან საუბარი არ ღირს”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ  მარიამ ლაშხზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განუცხადა.

„ადამიანზე, რომელიც მიუვარდება მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მჯდომ დედას და გაუგებარ ფრაზებს ეძახის, თავდასხმას ახორციელებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ტრადიციულ ფაშისტურ სტილში, მასთან მორალზე ვერ ვილაპარაკებთ. აქ უნდა იყოს კანონი, კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ეს სამწუხარო პრაქტიკა ჩვენ, უმრავლესობის ნაწილმა განვიცადეთ, მაშინ როდესაც ყოვლად უსამართლოდ ამ ფაშისტურ-ბოლშევიკურ სტილში ხდებოდა თავდასხმები და პასუხი ამ ყველაფერზე კანონში არსებობს. ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი იმისთვის, რასაც სჩადიან. მარიამ ლაშხს ჩემი მხარდაჭერა, ხოლო იმ ადამიანებს კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრება, ვინც ცდილობს, რომ სიბინძურით დაამახსოვროს საკუთარი თავი ქვეყანას. ნამდვილად არ ღირს არაფერი იმად, რასაც ეს ადამიანების ტოვებენ ჩვენს ცნობიერებაში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები