სტუდენტები ეროვნული არქივის საქმიანობს გაეცნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „საქართველოს ისტორიის” სტუდენტებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული არქივი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრები ეროვნულ არქივში გაეცნენ საისტორიო და კინო-ფოტო დოკუმენტების ცენტრალური არქივების მუშაობის სპეციფიკას, დოკუმენტების რესტავრაციისა და აუდიო-ვიზუალური დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანის პროცესს, დაათვალიერეს დოკუმენტების საცავი. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს ეროვნული არქივის მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ.
საქართველოს ეროვნული არქივი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და სტუდენტების ეროვნული არქივის წყაროებითა და კვლევითი საქმიანობით დაინტერესებას ემსახურება.