რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ ქალაქზე საერთო ჯამში ოთხი დარტყმა განხორციელდა. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. საერთო ჯამში, დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა

„წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმები კასეტური საბრძოლო მასალის მქონე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. სწორედ ამიტომ, დაზარალებული ტერიტორიები ძალიან დიდია“, – განაცხადა ხარკოვის მერმა.

გავრცელებული ცნობით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები