“ევროკავშირის შემოთავაზება განხილვის სტადიაშია“

  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ევროკავშირის შეთავაზება ცეტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვის თაობაზე განხილვის სტადიაშია.
“ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ, ქართული მხარე ვართ ამ წინადადების განხილვის სტადიაში”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები